ველოსიპედით მოსიარულე მამაკაცი ავარიის შედეგად გარდაიცვალა

თბილისში აღმაშენებლის ხეივანში ველოსიპედით მოსიარულე მამაკაცი ავარიის შედეგად გარდაიცვალა. ამ დროისათვის, ადგილზე საპატრულო და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე–5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

banner
წინა სტატიაშისანდრო ბრეგაძე: უნდა დაადასტუროს არის ის საქართველოს პრეზიდენტი თუ ყურმოჭრილი მონა
შემდეგი სტატიაოთარ დანელია: გასული წლის მსგავსად, სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიაზე