“ველოდებით, მნიშვნელივან საკადრო ცვლილებებს” – ვიცე მერი

თბილისის ვიცე მერს ირაკლი ხმალაძეს დღეს მერიაში დაგეგმილ სტრუქტული რეფორმის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა განაცხადა, რომ ოპტიმიზაცია იგეგმება და მნიშვნელივანი საკადრო ცვლილებებიც არ გამორცხა: “ახლა ვერაფერს დაგიზუსტებთ. ოპტიმიზაცია იგეგმება. ჩვენ მომდევნო 3 თვის განმავლობაში, კანონის თანახმად, უნდა დავასრულოთ ოპტიმიზაცია, სტრუქტურული რეფორმა. დროთა განმავლობაში გახდება ცნობილი, თუ როგორი ფუნქციური ცვლილებები იქნება შეტანილი მერიას დაქვემდებარებულ სტრუქტურებში. ვერაფერს დაგიდასტურებთ და ვერაფერს გამოვრიცხავ. ეს არის გრძელვადიანი პროცესი, რა დროსაც ჩვენ უნდა შევისწავლოთ, რა არის ოპტიმალური სტრუქტურა თბილისის მუნიციპალიტეტის და რა საკადრო რესურსი სჭირდება. არ გამოვრიცხავ და ველოდებით, მნიშვნელივან საკადრო ცვლილებებს,”- განაცხადა ხმალაძემ.

banner
წინა სტატიაში“საკადრო ცვლილებები ხელს აძლევს ქვეყნის ბიძინა ივანიშვილს” – სალომე სამადაშვილი
შემდეგი სტატია“საუკეთესო კანდიდატი აირჩა” – მიქაუტაძე დამოუკიდებელ ინსპექტორზე