ველისციხეში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

66 წლის თემურ ფერიშვილს ოჯახი მთელი ღამის განამვლობაში ეძებდა. დაკარგულის კვალს ამ დილით მიაკვლიეს.

თანასოფლელების ინფორმაციით, მამაკაცი გუშინ, საკუთარ ვენახში სამუშაოდ წავიდა. საღამოდან კი მისი ოჯახის წევრებმა ძებნა დაიწყეს. სამძებრო სამუშაოებში სოფელთან ერთად, კახეთის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც იყვნენ ჩართული.

ფერიშვილის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა, რადგან, მათივე თქმით, ის ბოლო წლებში ხშირად ავადმყოფობდა.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი დავით ასათიანი, Panama Papers-ის სიაში მოხვედრასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაარმაზ ახვლედიანის თქმით, მას ფარულად უსმენენ