ველისციხეში 75 წლამდე მამაკაცი წყლით სავსე ავზში დაიხრჩო

ველისციხეში 75 წლამდე მამაკაცი წყლით სავსე ავზში დაიხრჩო.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს, სახლში მხოლოდ მისი შეუძლოდ მყოფი მეუღლე იმყოფებოდა, უბედური შემთხვევის შესახებ კი მეზობლებმა მეორე დღეს გაიგეს.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარება.

banner
წინა სტატიაშიკომისიამ შპს „სტერეო+“-ს და შპს „დი+“-ს ლიცენზიის გადაცემაზე თანხმობა მისცა
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: “როგორც სიყვარული მთავრდება ლოგინით, ისე ეს პროცესი მთავრდება გაძვირებით”