“ვცდილობთ ურთიერთობების გაუმჯობესებას ჩვენს მეზობლებთან, რუსეთის ჩათვლით”

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან მნიშვნელოვანი ურთიერთობების განმტკიცების კვადაკვალ, საქართველო ცდილობს ურთიერთობების გაუმჯობესებას მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან.

მისი თქმით, პოლიტიკური დაძაბულობა უნდა შემცირდეს და ყველა ქვეყანას, საქართველოს ჩათვლით, ნაკლებად დაძაბულ გარემოში, განვითარების შესაძლებობა უნდა მიეცეს.

“ევროკავშირთან მნიშვნელოვანი ურთიერთობების განმტკიცების კვადაკვალ, ჩვენ ასევე ვცდილობთ ურთიერთობების გაუმჯობესებას ჩვენს მეზობლებთან, რუსეთის ჩათვლით. რასაკვირველია, ჩვენ უნდა შევამციროთ პოლიტიკური დაძაბულობა და მივცეთ ყველა ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ჩათვლით, ნაკლებად დაძაბულ გარემოში განვითარების შესაძლებობა”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლე: პუტინმა და პატრუშევმა სავარაუდოდ, თანხმობა განაცხადეს ლიტვინენკოს მკვლელობაზე
შემდეგი სტატიაამერიკული ნავთობით დატვირთული პირველი გემი ევროპას მიადგა