“ვცდილობ მაქსიმალურად რბილად მოვუწოდო ყოფილ პრეზიდენტს, რომ არ ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე პროცესში,”- მარგველაშვილი სააკაშვილს მიმართავს

14550768_1796074467344219_1132418064_oგიორგი მარგველაშვილი სამეგრელოში გუშინ ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.

პრეზიდენტი ინციდენტის ეფექტურ გამოძიებასა და ადეკვატურ შეფასებას ითხოვს.

“ერთის მხრივ მოველი ეფექტურ, სწრაფ გამოძიებას, ამავე დროს მოველი პოლიტიკლოსებისგან ადეკვატურ შეფასებას. ყველა პოლიტიკურ ძალაში შეიძლება იყვნენ თავქარიანი ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არჩევნები არის მუშტი-კრივი,”- აცხადებს მარგველაშვილი.

აქვე მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა მიხეილ სააკაშვილს და მოუწოდა მას არ ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში.

“კიდევ ერთხელ ვცდილობ მაქსიმალურად რბილად მოვუწოდო ყოფილ პრეზიდენტს, რომ არ ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე პროცესში. ამ ვითარების დაძაბვა, ემოციების დეესკალაცია, მარტივად დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია,”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – მე, როგორც პრეზიდენტი, ვდგავარ თქვენს მხარდამჭერად, იმ იდეალების სამსახურში, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ასახავს
შემდეგი სტატიაგორში ირაკლი ოქრუაშვილს ესროლეს