ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობა ​მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა დასაშვები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ65 ვერონა-შუამთის მონაკვეთზე სპეციალური რეჟიმი დაწესდა. კერძოდ, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი – ალიანსის შტაბ-ბინასთან სხვა სახელმწიფოების დროშებისთვის ადგილი თავისუფალია
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა