ვაჟა–ფშაველას ქვეყანას დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც ასწლოვანი ხე ამოგლიჯა ერთი ქონდრისკაცის ახირების გამო

გუშინ – უკვე იყო, და ხვალ – შეიძლება აღარც იყოს!

gza1შეკვეთილში ზღვიდან ტიტას ჯიშის ხის გადატანის პროცესს ირინა სარიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ეხმიანება

რას ვფიქრობ იცით ეს დღეები?
1. ვაჟა–ფშაველას ქვეყანას დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც ასწლოვანი ხე ამოგლიჯა ერთი ქონდრისკაცის ახირების გამო და გადარგვასაც ვერ ახერხებს!
2. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქვეყანას დღეს ჰყავს საზოგადოება, ანუ ჩვენ, რომელსაც ერთი ხის დაცვაც არ შეგვიძლია!
3. იმ ქვეყნის ხელისუფლებას, სადაც ხალხს შიმშილით სული ძვრება და წამლის ფული არა აქვს, ერთი ჩუკენა ავადმყოფის კაპრიზის გამო. ზღვაში გზა გაჰყავს!!!
აქვს კი აზრი ასეთ სიცოცხლეს???
და თუ არა აქვს, დასაწყისისთვის უნდა შეგვრცხვეს მაინც! ჩემგან დაწყებული ყველას!!!
როცა შეგვრცხვება ყველას, ისე როგორც საჭიროა, მერე ეგებ ხელიც გავანძრიოთ!!!
მართლა აღარ შემიძლია ამის ყურება უკვე!!!-წერს სარიშვილი.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის განათლების მინისტრი სოციალური ქსელის მომხმარებლებში განხილვის საგნად იქცა
შემდეგი სტატიაავარია კოპიტნართან – გარდაცვლილია 3 ადამიანი