ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 27 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

შემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი

ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 27 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, სროლას წინ ჩხუბი უძღოდა.გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს 10 ტყვია ესროლეს, რომელთაგან მას 4 ტყვია მოხვდა. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.
დამნაშავემ მიმალვა მოახერხა

,,თაიმერი” შს სამინისტროს დაუკავშირდა, მომხდარს ადასტურებენ უწყებაში. შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (იარაღის უკანონო ტარება შეძენა-შენახვა) და 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლებით.

banner
წინა სტატიაშისროლა ვაჟა ფშაველას პირველ კვარტალში – დაჭრილია ერთი ადამიანი
შემდეგი სტატიაბრიუსელში ავტომობილით პოლიციელები გადათელეს