ვაჟა – ფშაველას გამზირზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია

თბილისში ვაჟა – ფშაველას გამზირზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია.დამნაშავე პირის ვინაობა დადგენილია, ამჟამად მის დასაკავებლად მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

საქართველოს შინგან საქმეთა სამინისტრო.

შეგახსენებთ,  გუშინ ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში ცეცხლსასროლი იარაღით 27 წლის მამაკაცი მოკლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, სროლას წინ ჩხუბი უძღოდა.გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს 10 ტყვია ესროლეს, რომელთაგან მას 4 ტყვია მოხვდა. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა

banner
წინა სტატიაშიშსს გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო-თემქაზე ახალგაზრდა სპორტსმენები დაჭრეს
შემდეგი სტატიანარკოტიკების შეძენა Viber -თ და Telegram-ით სპეცსამსახურების ოინია