ვატიკანმა სასწაულების აღიარების წესები შეცვალა

კათოლიკურმა ეკლესიამ განაცხადა, რომ მოვლენების სასწაულად აღიარების პროცედურები შეცვალა. ახალი ნორმებით სოციალური სამედიცინო კომისიის წევრები იხელმძღვანელებენ, რომლებიც დაადგენენ, იყო თუ არა ესა თუ ის მოვლენა სასწაული.
ვატიკანის წესების მიხედვით, სასწაულები აუცილებელია ადამიანის წმინდანად აღიარებისათვის. ყველა ადამიანს, რომელსაც ვატიკანი წმინდანად აღიარებს, ერთი სასწაული მაინც უნდა ჰქონდეს ჩადენილი. სასწაულს კი აღიარებს ორგანო, რომელსაც წმინდანების საქმეების კონგრეგაცია ქვია.
კონგრეგაციის წესები და შესწორებები გუშინ გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კაროლინაში შავკანიანის მკვლელობის ვიდეო გამოქვეყნდა – “არ ისროლოთ”
შემდეგი სტატიაპეკინსა და თბილისს შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლა დაიწყო