ვასილ ლელუაშვილი ბრალს არ აღიარებს

დაკავებული ვასილ ლელუაშვილი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, თამაზ კილანავამ ე.წ. მოდულში შესვლის წინ განაცხადა. როგორც კილანავამ აღნიშნა, ის 3 წელია, ლელუაშვილის ინტერესებს იცავს და როცა მისი დაკავების შესახებ შეიტყო, ლელუაშვილის შესახვედრად წავიდა.

“მე არ ვიცნობ საქმის მასალებს, მოვედი ლელუაშვილის შესახვედრად, რათა გავერკვე საქმის გარემოებაში. წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ ეს საქმე არის შეკოწიწუბილი და ლელუაშვილი უდანაშაულოა. ის ბრალს არ აღიარებს რადგან უდანაშაულოა. გამორიცხულია, რომ ასეთი რამე მომხდარიყო. სასამართლო პროცესზე ვიყავი, როცა ეს გარემოება გახდა ჩემთვის ცნობილი, წამოვედი მის სანახავად. ბრალს არ აღიარებს და არ შეიძლება აღიარებდეს, რადგან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია”, – განაცხადა თამაზ კილანავამ.

banner
წინა სტატიაში“2012 წელს აგენტურის მეშვეობით ვრცელებოდა ინფორმაციები, რომ პოლიტიკოსებზე მაკომპრომიტირებელი მასალები არსებობდა”
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი: “ქართული ოცნება” პირველივე ტურში გაიმარჯვებს