ვარშავაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე ავღანეთის მისიაზე მსჯელობენ

ვარშავაში ნატო-ს სამიტის მეორე დღე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომით დაიწყო. შეხვედრაზე ავღანეთის “მტკიცე მხარადმჭერის” მისიაზე იმსჯელებენ. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაში ალიანსის მოკავშირე და პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერები მონაწილეობენ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის გახსნამდე იენს სტოლტენებრგი ავღანეთის პრეზიდენტს აშრაფ ღანისა და პრემიერ-მინისტრს აბდულა აბდულას შეხვდა.

საბჭოს სხდომის შემდეგ ნატო-ს გენერალური მდივანი პრესკონფერენციას გამართვას.

დღესვე დაგეგმილია შეხვედრა ალიანსის წევრებისა და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ფორმატში და ნატო-უკრაინის კომისიის სხდომა.

banner
წინა სტატიაშინატოს სამიტზე უკრაინის ალიანსში მიღების სურვილზე ისაუბრეს
შემდეგი სტატიაბელგიამ ნატოს მოუწოდა რუსეთთან დაკავშირებულ პოზიციებს გადახედოს