ვარკეთილში სუპერმარკეტი “ნიკორა” დააყაჩაღეს- დაჭრილია დაცვის თანამშრომელი

თბილისში სუპერმარკეტი ნიკორა დააყაჩაღეს. შემთხვევა ვარკეთილში მოხდა. თავდამსხმელმა დაცვის თანამშრომელს რამდენჯერმე ესროლა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. 51 წლის გელა ღარიბაშვილს 7 ჭრილობა აქვს მიყენებული და მის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ. ის ინგოროყვას სახელობის კლინიკაში იმყოფება.

თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელი 30 წლამდე მამაკაცი მაღაზიაში გვიან ღამით შეიჭრა და დაცვის თანამშრომელს 7-ჯერ ესროლა. ნასროლი იყო მოლარის მისამართითაც. სუპერმარკეტში ყოფნის პერიოდში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა დაახლოებით 15-ჯერ გაისროლა.

არსებული ინფორმაციით, მან 250-მდე ლარის წაღება შეძლო.

სამართალდამცველები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. უკვე ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

წინასწარი ინფორმაციით, ნიკორაში მხოლოდ ერთი თავდამსხმელი იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობის უფროსად ალექსანდრე ჩიკვაიძე დაინიშნა
შემდეგი სტატია“NATO-მ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს”