ვარძიაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს კულტურის მინისტრი და განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გაეცნობიან

დღეს ვარძიაში, ღვთისშობლის მიძინების ტაძარში, ხანძრის შედეგად დაზიანებულ ფრესკებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს კულტურის მინისტრი და განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გაეცნობიან
.„ჩვენ ვაპირებთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კოდექსზე მუშაობას. განვიხილავთ იმ რეგულაციებს, რომელმაც პრევენცია უნდა მოახდინოს მსგავსი შემთხვევების,“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
ტაძარში ცეცხლი ერთი თვის წინ გაჩნდა, რის შედეგადაც გაიჭვარტლა მე-12 საუკუნის ფრესკები.

აღდგენითი სამუშაოები უკვე ერთი თვეა, მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა დასრულდეს.

გაზაფხულიდან კი კონსერვაცია დაიწყება. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ფრესკები საბოლოოდ, ხანძრამდე არსებულ სახეს დაიბრუნებს.

banner
წინა სტატიაშინუცუბიძის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა 21 წლის გოგონას დაეჯახა
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე კომპანიების მფლობელები დააკავა