„ვარდების რევოლუციის“ მოედნისა და სკვერისთვის სახელწოდება გადარქმევას ითხოვენ

პარტია „მემარცხენე ალიანსი“ მოითხოვს „ვარდების რევოლუციის“ სახელობის მოედანსა და სკვერს სახელწოდება გადაერქვას.

ამასთან დაკავშირებით, „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერები დღეს, თბილისის საკრებულოს ცენტრალურ შესასვლელთან ბრიფინგს გამართავენ და მოითხოვენ „ვარდების რევოლუციის“ სახელობის მოედანსა და სკვერს სახელწოდება გადაერქვას.

პარტიაში აცხადებენ, რომ მან სახელდების კომისიას „ვარდების რევოლუციის“ სახელობის მოედნისთვის პირველი პრეზიდენტის სახელის დარქმევის ინიციატივით ჯერ კიდევ 2014 წელს მიმართა.

banner
წინა სტატიაშიქაშუეთის ეკლესიაში წირვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიათინათინ ხიდაშელი კანადელ კოლეგას შეხვდა