ვარდების მოედნიდან საშობაო ალილოს მსვლელობა დაიწყო

ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, საშობაო ალილოს მსვლელობა დაიწყო.

მონაწილეობის მსურველები ვარდების მოედნიდან დაიძრნენ და გზა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობისკენ განაგრძეს.

საშობაო მსვლელობის მონაწილეებს გზადაგზა მოსახლეობა უერთდება. ისინი ალილოს მონაწილეებს ტკბილეულსა და სხვადასხვა პროდუქტს უზიარებენ.

მსვლელობის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან შეჩერდებიან, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტარები დახვდებიან.

ალილოს დროს შეგროვილ შემოწირულობას სამების ტაძარში მიიტანენ, საიდანაც საშობაო ნობათი ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.

საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია აღდგა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: პატრიარქის ეპისტოლეში ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო
შემდეგი სტატიაფორტ-ლიდერდეილის ფლორიდას აეროპორტმა მუშაობა განაახლა