ვაპირებთ მოვიწვიოთ უცხოელი ექსპერტები, რათა ჩავატაროთ ალტერნატიული ექსპერტიზა

დაცვის მხარე ეჭვობს, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მიმდინარე ექსპერტიზები დროულად არ დასრულდება, რათა მათ ალტერნატიული ექსპერტიზების ჩატარება ვერ მოასწრონ. როგორც საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატმა ეკა მაჭარაშვილმა განმარტა, დაცვის მხარეს სურს უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარდეს ექსპერტიზები, რათა გაეცეს მთავარ კითხვას პასუხი – რამდენი დანით იყო ჩადენილი დანაშაული. მისი თქმით, ამ ექსპერტიზის ჩატარებაში ადვოკატებს ხელს პროკურატურის მიერ დანიშნული ექსპერტიზა უშლის, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

“ვაპირებთ მოვიწვიოთ უცხოელი ექსპერტები, რათა ჩავატაროთ ალტერნატიული ექსპერტიზა, თუმცა ჯერ არ დასრულებულა ბრალდების მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზა და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს ნივთმტკიცებები, რათა ჩავატაროთ ალტერნატიული ექსპერტიზები. ამ ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი ყველაზე მთავარ კითხვას, რამდენი დანა იყო გამოყენებული დანაშაულის ჩადენისას. მე ვფიქრობ, ბრალდების მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზების დასრულება ხელოვნურად ჭიანურდება. შესაძლოა ეს ექსპერტიზები არსებითი განხილვის მსვლელობისას არ დასრულდეს. მე ამის მოლოდინიც მაქვს. ისე საეჭვოდ ჭიანურდება, რომ ალბათ ვერ დასრულდება”, – განაცხადა ეკა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,სახალხო დამცველის მანდატი სხვა ქვეყანაში არ ვრცელდება, თუმცა საქართველოში სასამართლო დავებს, სადაც სააკაშვილი ფიგურირებს, ვაკვირდებით”
შემდეგი სტატიაარქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში