“ვაპირებთ იმდენი სამუშაოს შესრულებას, რაც გასული ათწლეულების განმავლობაში არ შესრულებულა”

“4 წელში ვაპირებთ იმდენი სამუშაოს შესრულებას, რაც გასული ათწლეულების განმავლობაში არ შესრულებულა”- ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე მომავალი ინფრასტრუქტურული განვითარების მთლიან სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

“4 წლის განმავლობაში, ჩვენ ვაპირებთ იმდენი სამუშაოს შესრულებას, რამდენიც, ფაქტიურად, გასული ათწლეულების განმავლობაში არ შესრულებულა საქართველოში. ეს არ არის გადაჭარბებული მოლოდინები, ეს არის აბსოლუტურად კონკრეტულ მაჩვენებელზე და კონკრეტულ პოტენციალზე დაყრდნობით გათვლილი გეგმა. უახლოეს მომავალში, წარმოვადგენთ პრეზენტაციას ამ სამოქმედო გეგმის, რომელიც ითვალისწინებს როგორც მთავარი ინფრასტრუქტურული არტერიების განვითარებას და მშენებლობას, ასევე, ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან მისასვლელი გზების განვითარებას, რაც სრულიად ახალ სუნთქვას მიანიჭებს ჩვენს ტურისტულ სექტორს. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში, როგორც ქალაქებში, ასევე, სოფლად მაცხოვრებელ ადამიანებს გაუჩნდებათ უფრო მეტი შემოსავალი და მათ ექნებათ საშუალება, მიიღონ უფრო მეტი სტუმარი. ეს ნიშნავს უფრო მეტ დახარჯულ ფულს საქართველოში, უფრო მეტ მოთხოვნას ჩვენ აგრარულ პროდუქციაზე; მთლიანი შიდა პროდუქტის ძალიან მნიშვნელოვან ზრდას და მეტი ინვესტიციების მოზიდვას”,-განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ასევე იგეგმება მთათუშეთის სტრატეგიული განვითარების პროექტის შემუსავება.

“ვგეგმავთ, რომ მთათუშეთის სტრატეგიული განვითარების პროექტი შევიმუშავოთ, რომელსაც გააჩნია მრავალმხრივი დანიშნულება, რა თქმა უნდა, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეთნოკულტურის შენარჩუნების, ტურიზმის განვითარების, სოციალური კუთხით იქ მაცხოვრებელი ადამიანებისთვის, რომლებიც ნამდვილად გმირები არიან, დღეს იქ რჩებიან და ინახავენ ამ ჩვენს ისტორიულ მიწაწყალს. ჩვენი ვალია, ამ მხარეს განსაკუთრებულად მივხედოთ. მე არ ჩამოვთვლი სხვა პროექტებს, რომლებიც სტრატეგიული პროექტების სახით იქნება გამოყოფილი. კონკრეტულ პროექტს ეყოლება კონკრეტული მენეჯერი, მმართველი და პასუხისმგებელი ადამიანი. ამ გეგმას ჩვენ უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ. ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება დაგრჩებათ ყველა თქვენგანს, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ამბიციური გეგმა, რაც კი ჩვენ უახლოესი წარსულის განმავლობაში გვინახავს”,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: პრემიერი სავარაუდოდ, კონტრასიგნაციას 8 ივნისს მოაწერს ხელს
შემდეგი სტატია“სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რა მოხდა სინამდვილეში კორცხელში”