ვაპირებ, ხმამაღლა ვისაუბრო იმ ინფორმაციაზე, რაც დეკანოზმა მამალაძემ მომაწოდა – ნიკა გვარამია

„მე ვაპირებ, რომ ამ თემაზე ხმამაღლა ვისაუბრო, მათ შორის იმ ინფორმაციებზე, რაც მომაწოდა დეკანოზმა მამალაძემ. უბრალოდ, რამდენიმე დღე დამჭირდება იმისთვის, რომ მისივე მითითებით, გარკვეული საკითხები გადავამოწმო,“ – ეს განცხადება ნიკა გვარამიამ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი მამა გიორგი მამალაძესთან, მსჯავრდებულის თხოვნით, ადვოკატის სტატუსით მატროსოვის ციხეში იმყოფებოდა.

ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ მამა გიორგი მამალაძე პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს.

მამა გიორგი მამალაძის ძმის განცხადებით, დეკანოზმა ადვოკატებთან შეთანხმებით, ნიკა გვარამიასთან შეხვედრა ითხოვა.

„ეს მამა გიორგის გადაწყვეტილება იყო. უშუალოდ ადვოკატებთან შეთანხმებით, ადვოკატებიც თანახმა იყვნენ, ოჯახის წევრებიც თანახმა ვიყავით, უბრალოდ, გუნდი გავაძლიერეთ, რომ ვებრძოლოთ იმ უსამართლობას, რაც ჩვენს ოჯახს თავს დაატყდა,“ – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპმა რექს ტილერსონი თანამდებობიდან გაათავისუფლა
შემდეგი სტატიადეა გოშხეთელიანის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა