ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე საქართველოს მთავრმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

”ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ საკნიდან მაშინდელი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დავალებით გაიყვანეს, გაყვანის მიზეზი კი, გახმაურებულ საქმეებზე, მათ შორის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და საქართველოს ექსპრეზიდენტის ფინანსური საქმიანობის საქმეებზე ჩვენებების მიცემას აიძულებდნენ.

ეს ეპიზოდი ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს 14 ივნისის გადაწყვეტილებაშიც მოხვდა.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელის სავაჭრო ცენტრში განგაში გამოცხადდა
შემდეგი სტატიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნა