ვანო მერაბიშვილი ნამდვილად იქნა გაყვანილი საპატიმროდან

დავით კოდუა, ლაურა ღაჭავა, ვანო მერაბიშვილი - მათემატიკის ინსტიტუტის შავი ჭირი!

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანმა, ირაკლი კორძაიამ, განსხვავებული აქცენტების ეთერში 2013 წლის დეკემბერში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით მერაბიშვილის გაყვანაში მთავარი პროკურორი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მონაწილეობდა.

„ვიცი, რომ ვანო მერაბიშვილი ნამდვილად იქნა გაყვანილი საპატიმროდან, ზუსტად 14 დეკემბერს 2014 წლის და ვიცი, თუ ვინ მონაწილეობდა ამ გაყვანაში, ეს ადამიანები. ერთ-ერთი იყო ბატონი მთავარი პროკურორი ქვეყნის და მეორე იყო, ბატონი დარბაისელი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა მაშინ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და ეს ორი ადამიანი იყო უშუალო შემსრულებელი. გადაწყვეტილებებს ასეთი მნიშვნელობის მქონე პატიმრის გაყვანის შესახებ ბუნებრივია, ვერ მიიღებდა დამოუკიდებლად ვერც დიმიტრი დარბაისელი და ვერც ფარცხალაძე. ეს, სულ მინიმუმ, პრემიერმინისტრის დონეზე იყო შეთანხმებული… ღარიბაშვილის დონეზე და იმ ადამიანების დონეზე, რომლებიც ღარიბაშვილის გარემოცვას წარმოადგენდა. ესენი არიან ჯანყარაშვილი, ზედელაშვილი და ა.შ“ – განაცხადა ირაკლი კორძაიამ.

იმის დასტურად რომ მაღალი თანამდებობის პირებმა ამ ფაქტის შესახებ იცოდნენ, ირაკლი კორძაია საერთო მესიჯბოქს ასახელებს. მისი თქმით, მათ უნდა ეთქვათ, რომ ვიდეოჩანაწერები დღის ბოლოს ნადგურდება. მისი თქმით, ერთ დღეში არ იშლება ეს ჩანაწერები. მისი თქმით, მინისტრმა ფაქტობრივად იცრუა, რადგან „იმის შესახებ, რომ ჩანაწერი არ იშლება 24 საათის განმავლობაში, ბუნებრივია, მინიტრმა იცის“.

მან აღნიშნა, რომ ამჟამინდელი პარლამენტარებიდან უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმის კურში იყო, რადგან ის სოზარ სუბარის მოადგილე იყო 2014 წელს.

„თალაკვაძე იყო მინისტრის მოადგილე, რომელსაც შეუძლებელია, ამის შესახებ არ სცოდნოდა და თალაკვაძეს ისევე ეკითხებოდნენ ამის შესახებ ჟურნალისტები, როგორც სამინსიტროს სხვა მაღალჩინოსნებს და იძლეოდა იგივე პასუხს, რასაც იძლეოდა სოზარ სუბარი. პლუს, ამასთან ერთად თალაკვაძეს საკურატორო იყო ეს სოციალური მიმართულება, რაც შეეხება პატიმრის საპატიმროდან გაყვანას სამედიცინო დაწესებულებაში თუ რაღაც მიზნით, ამის შესახებ, ბუნებრივია, არჩილ თალაკვაძემ იცოდა,“ – განაცხადა ირაკლი კორძაიამ.

ირაკლი კორძაიას განცხადებით, მან ვანო მერაბიშვილის გაყვანის შესახებ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გაიგო. მას უჭირს დაკონკრეტება, იცოდა თუ არა სასჯელაღსრულების მაშინდელმა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, მერაბიშვილის გაყვანის შესახებ.

„ის იყო სიმბოლური მინისტრი თუ არ იყო, იყო გარკვეული თემები, სადაც მინისტრს აზრს არ ეკითხებოდნენ და გადაწყვეტილებებს იღებდნენ მისგან დამოუკიდებლად,“ – განაცხადა ირაკლი კორძაიამ.

ყოფილი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ სოზარ სუბართან ამ ფაქტზე საუბრის დროს მისთვის არ უკითხავს, იცოდა თუ არა ვანო მერაბიშვილის გაყვანის შესახებ ინფორმაცია, თუმცა აღნიშნავს, რომ „შეშფოთებულის არაფერი ეტყობოდა“.

კორძაია, აცხადებს, რომ მას საქართველოს დატოვება რამდენიმე მიზეზის გამო მოუწია, მათ შორის ერთ-ერთი მის მიმართ უკანონო თვალთვალი იყო, რაც მას შემდეგ დაიწყო, რაც მან სასამართლო სისტემის შესახებ კრიტიკული ბლოგების გამოქვეყნება დაიწყო.

ამ თვალთვალს კორძაია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ვანო ზარდიაშვილს, უკავშირებს, ვისი მეშვეობითაც, მისი თქმით, პროკურატურა მოსამართლეებს აკონტროლებს.

banner
წინა სტატიაშიინგა გრიგოლია სიდედრი გახდა (video)
შემდეგი სტატიავანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში პრემიები დარიგდა