ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობას აღარ იკავებს

მოსამართლეები არნახული ზეწოლის ქვეშ არიან, თუმცა უნდა გაუძლონ, რადგან დღეები და თვეებია დარჩენილი

ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობას აღარ იკავებს. აღნიშნული განცხადება, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მელიას თქმით, თანამდებობის დატოვება მერაბიშვილის გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება მერაბიშვილის პარტიაში დარჩენის საკითხს, მელიას ინფომრაციით, გადაწყვეტილებას მერაბიშვილი სტრასბურგის სასამართლოს სხდომის შემდეგ მიიღებს

მელიას თქმით, პოლიტიკურ განცხადებას, მერაბიშვილი თავად გააკეთებს.

„ის ამჟამად ელოდება სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის სხდომას, სადაც მისი საქმე განიხილება. ამის შემდეგ ვანო მერაბიშვილი თავად გააკეთებს პოლიტიკურ განცხადებას“, – განაცხადა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში 45 წლის ქართველი მოკლული იპოვეს
შემდეგი სტატიაშსს უკრაინაში დაკავებულ ქართველ ჯარისკაცზე განმარტებას აკეთებს – უწყებაში ბრალდებებს უარყოფენ