ვანო მაჭავარიანი პროკურატურაში დაიბარეს

machavarianiვანო მაჭავარიანი პროკურატურაში დაიბარეს. სავარაუდოდ საქმე ეხება  “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას, სადაც მაჭავარიანი ამბობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები, რომლის გასაჯაროვებაც დაანონსებულია, მას ფეისბუქზე გაუგზავნეს. მაჭავარიანი საგამოძიებო უწყებაში 3:30 საათზეა დაბარებული.

“ეს არის მთავრობის ხელი, მთავრობას ძალუძს, რომ ასეთი რამ აკეთოს და შევიდეს ინტერნეტსივრცეშ. ზუსტად სამ დღეში დამიბლოკეს ფეისბუქი, დამიჰაკერეს. როგორც ჩანს, მაგრძნობინეს, რომ მათ აქვთ ამის შესაძლებლობა. გამომიგზავნეს კადრები გაუგებარი საიტებიდან, რომელიც, რა თქმა უნდა, არ გავხსენი. იყო შეთავაზება – “ხომ არ გაინტერესებთ ნახვა”?. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩემთვის საინტერესო და მიმაჩნია, რომ ბინძური შანტაჟი და ტერორია” – თქვა მაჭავარიანმა.

ვახო სანაიას კითხვაზე, იყო თუ არა ეს უკვე გამოქვეყნებული კადრები, მაჭავარიანი პასუხობს, რომ “იყო ის კადრები, რომლებიც უნდა გავრცელდეს ინტერნეტსივრცეში”.

“იყო ტექსტი და იყო პირველი გვერდი, სადაც არის შორიდან ნაჩვენები ორი ადამიანის ფიგურა. ეს მასალები ბევრ ადამიანს მიდის გაუგებარი საიტებიდან, გასართობი საიტებიდან. არის 3-5 წუთი და ამ დროის შემდეგ, ლინკი აღარ არსებობს. ეს არის ჰაკერული მიდგომა და ხელისუფლებას რომ უნდოდეს, ამას გამოიძიებდნენ და დადებდნენ” – ამბობს მაჭავარიანი.

https://youtu.be/WU4Fvx00e90

banner
წინა სტატიაშიელტონ ჯონის პირადმა დაცვამ განაცხადა, რომ მომღერალმა მასზე იძალადა
შემდეგი სტატიაანკარა გერმანულ ტელეარხზე ერდორანზე გაკეთებულმა სატირულმა გადაცემამ აღაშფოთა