ვანო ჯავახიშვილი: დაუკუთხავად საუბრობენ ჩვენი სახელით

“რუსთავი-2-ის” ტელესახე ვანო ჯავახიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის სტატუსს ეხმიანება, სადაც ჟურნალისტი წერდა, რომ კომპანიის წილების გადანაწილებასთან დაკავშირებული თათბირის ეთერში გაშვება “საცლების გამოფენას” ჰგავს. ვანო ჯავახიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის პოზიციას იზიარებს და კომენტარში ეხმიანება, სადაც წერს, რომ ამ შიდა თათბირის ეთერში გაშვება “ძალიან კომიკური და არხის იმიჯისთვის დამაზარალებელია”.

“სრულიად ვიზიარებ შენს მოსაზრებას ნანუკა. სამწუხაროა, რომ ასე ცალმხრივად შუქდება მთელი ეს პროცესი. ასევე სრულიად მიუღებელია, რომ ჩვენს დაუკუთხავად საუბრობენ ჩვენი სახელით. ადგენენ რაღაც სიებს და პირდაპირი ეთერის საშუალებით გვეპატიჟებიან თათბირზე, არც ეს მგონია მაინცდამაინც სწორი ფორმა, თანამშრომლებთან ურთიერთობის.
ზოგადად კი, მგონია რომ მსგავსი საკითხების გადაწყვეტისას, მინიმუმ ის მეორე მხარეც უნდა იყოს წარმოდგენილი, რომელსაც მიუთითებ, თუ როგორ გაგინაწილოს რამდენიმე მილიონად შეფასებული საკუთარი ქონება, ხოლო ამ შიდა თათბირის ეთერში გაშვება კი ძალიან კომიკური და არხის იმიჯისთვის დამაზარალებელია!”, – წერს ვანო ჯავახიშვილი “ფეისბუქზე”, ზორბა ზორნაძის ექაუნთით.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია ნანუკა ჟორჟოლიანს უპირისპირდება?
შემდეგი სტატიამაია ასათიანი: ჩემთვის არავის უთქვამს, რომ არხის შიდა თათბირი ეთერში გავიდოდა