ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებსა და ფოთის პორტს შორის დავაზე გადაწყვეტილება თებერვალში გამოცხადდება

გაზეთ ”ქრონიკა პლუსის” მიერ მოპოვებულ სკანდალურ ჩანაწერებში ვანო ჩხარტიშვილიც ფიგურირებს

3 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლო ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებსა და ფოთის პორტს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავაზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

კომპანიები პრომეტკო ჯორჯია და ჯეესკო პორტისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. საუბარია 70 მილიონ ლარზე.

კომპანიების წარმომადგენლების მტკიცებით, პორტმა უსაფუძვლოდ შეუწყვიტა კომპანიებს 25-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება. მეორე მხარე კი, რომელსაც ფოთოს პორტთან ერთად, შ.პ.სტრანსფორდიც წარმოადგენს, მოითხოვს საქმე ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაეცეს.

banner
წინა სტატიაში“ცოტა მეტი ფიქრი სჭირდებათ იმ პარტიაში, საიდანაც ეს განცხადებები კეთდება”- ხიდაშელი ქანთარიას გამოეხმაურა
შემდეგი სტატიაენმ-ს განცხადებით, გარდაბანში არჩევნების გაყალბების რამდენიმე სქემა არსებობს