ვან ბაიბურთი: სომხეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არასდროს აღიარებს

დეპუტატ ვან ბაიბურთის განცხადებით, სომხეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არასდროს აღიარებს.

ეს განცხადება ბაიბურთმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბარში გააკეთა.

„თუ იმის იმედი აქვთ, რომ სომხეთი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, ასეთი რამე არ მოხდება.
ერევანში ამაზე კითხვასაც კი არავინ დასვამს. სომხეთი ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არასდროს წავა. ერევანს არც ცხინვალთან აქვს რაიმე კავშირები და არც ამ თემაზე ყოფილა მათ შორის საუბარი“ – აცხადებს ბაიბურთი.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: „არ ვიცი რა სიებზე საუბრობთ ან ვინ ავრცელებს ამ სიებს..”
შემდეგი სტატიამლეთაში მაშველებმა 15 წლის გოგონა გადაარჩინეს