“ვამაყობ, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა შეიარაღებული ძალების შესაქმნელად და გასაძლიერებლად”

შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებას, რომელიც დღეს ვაზიანში გაიმართა, პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე უმრავლესობის და უმცირესობის დეპუტატები დაესწრნენ.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა ქართველ ჯარისკაცებს ქართული არმიის იუბილე მიულოცა.

“მე ვამაყობ იმით, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა შეიარაღებული ძალების შესაქმნელად და გასაძლიერებლად და ვფიქრობ, დღეს არის დღე, როდესაც ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ მადლობა ჩვენს ჯარისკაცებს, ოფიცრებს, მებრძოლებს,“ – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიChek in Georgia-სთვის გამოყოფილი თანხები, მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ გაიზარდა
შემდეგი სტატია“ვისაც ბიძინა ივანიშვილზე უფრო მეტი სიკეთის გაკეთება შეუძლია, შეეჯიბროს”