ვაკის პარკში აქციაზე მისულ სახალხო დამცველს აქციის ორგანიზატორებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

ზაზა სარალიძემ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორია სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან ერთად დატოვა. აქციის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ ზაზა სარალიძეზე გავლენა ნინო ლომჯარიამ მოახდინა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ტერიტორიის დატოვება.

აღსნაშინავია, რომ ნინო ლომჯარიას აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც ომბუდსმენმა ვაკის პარკი დატოვა. როგორც ომბუდსმენი ამბობს, მან არ იცის ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც მას შეურაცხყოფა მიაყენეს. ამასთან ის განმარტავს, რომ ზაზა სარალიძესთან სამართლებრივ საკითხებზე საუბრობდა, რა დროსაც ინციდენტი მოხდა.

„არ ვიცი ვინ არიან ეს ადამიანები და რა უნდათ. აქციებზე საერთოდ არ ვაკეთებ კომენტარს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ზაზა სარალიძემ კი ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილების მიზეზად ცოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

banner
წინა სტატიაში“საგამოძიებო კომისიის სხდომა რამდენიმე დღეში გაიმართება… ასე რომ ეს პროცესი წავიდა” – გიორგი კვირიკაშვილი
შემდეგი სტატიასარალიძეების ოჯახის მხარდამჭერი აქცია ანკარაშიც გაიმართა