ვახტანგ რჩეულიშვილი მეუღლის მაია რჩეულიშვილის სასამართლო პროცესზე დაკავების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს

ვახტანგ რჩეულიშვილი მეუღლის მაია რჩეულიშვილის სასამართლო პროცესზე დაკავების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს.

“გარკვეულწილად შიში გვქონდა წინასწარ, თუმცა მაინც ვერ ვიფიქრებდი, რომ მოსამართლე ასეთ სისულელეს გააკეთებდა. ახლა რაღა დაგვრჩენია სიმართლის დამტკიცების გარდა. პრაქტიკულად შეუძლებელია ადამიანს ედავო აშენებულ სახლზე და დაიჭირო გაფლანგვაზე. რეალურად იმდენად შეკერილი საქმეა რომ აქ მხოლოდ წინასაარჩევნო მიზეზი არსებობს. აი, ამას ყველაფერს შესაბამისად უნდა არამარტო სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური ბრძოლაც. პოლიტიკური ბრძოლა ვიცი, ასე რომ, ვნახოთ.

თანაშრომლები გამოიყენეს მაიაზე ზეწოლისათვის. დაიჭირეს სალომე, რომელიც ჩვენ შვილივით გვიყვარს. ასევე, გუკას დასაჭერად სანქცია გასცეს. რეალურად ეს თვალნათელია რისთვისაც კეთდება, ჩვენი ქონების არ დაბრუნებისათვის. იმიტომ რომ მოვიგეთ პროცესი და რამდენიმე უდიდესი მიწის ნაკვეთზე დავიბრუნეთ უფლება, ნინოშვილზე მერიამ რომ წაგვართვა. ნახეს რომ მოვიგეთ ერთი პროცესი, მეორე პროცესი, კომპენსაციას ვერ გადაიხდიან და ამიტომაც შეეწირა მაია ამ წინასაარჩევნო ბრძოლებს. გუგა ამ შემთხვევაში იარაღი იყო. აქ ხდება ხელახალი გადანაწილება არჩევნების წინ. ყველა ხელსიუფლებას ჰგონია რომ მისი დრო არის, მაგრამ ეს ცოტა ხანში გამოჩნდება. ბუნებრივია, ახლა ტრაგედიაა ნამდვილი ჩვენს ოჯახში”, – განაცხადა რჩეულიშვილმა PrimeTimeNews-თან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიგანათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ოცნების საარჩევნო სიაში არ იქნება
შემდეგი სტატიაგიგლა აგულაშვილმა რესპუბლიკური პარტიის დატოვების მოთხოვნით უკვე მიმართა