ვახტანგ რჩეულიშვილი “ცენტრ პოინტის” საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს

ახალ ეტაპზე გადავიდა “ცენტრ პოინტის” საქმე, კერძოდ გუკას წინააღმდეგ საკითხი დაემატა ამ ამბავს, -განუცხადა ჟურნალისტებს ვახტანგ რჩეულიიშვილმა.

მისი თქმით, „ცენტრ პოინტის“ წინააღმდეგ აღძრული საქმე იყო პოლიტიკური პროვოკაცია, რომლის სათავეში „ქართული ოცნების“ უმაღლესი წამომადგენლები დგანან.

„მე პირდაპირ ვაცხადებ, რომ „ცენტრ პოინტის“ წინააღმდეგ აღძრული საქმე იყო პოლიტიკური პროვოკაცია, რომლის სათავეში „ოცნების“ უმაღლესი წამომადგენლები დგანან. თავის დროზე არჩილ კბილაშვილის მეშვეობით შესრულდა ეს და რეალურად მიიღეს ის, რომ დამტკიცდა ცენტრ პოინტს აქვს მეტი თანხა გახარჯული ვიდრე ამოღებული და პრობლემები შეიქმნა ცუდი გადამხდელების გამო“, -აღნიშნა რჩეულიშვილმა.

ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადებით, კომპანია პროკურატურისგან საქმის სერიოზულაც გამოძიებას ითხოვდა.

„ჩვენ სულ ვითხოვდით რომ ჩვენი საქმე სერიოზულად გამოეძიებინა პროკურატურას. მივითითებდით როგორ გაგვძარცვა ქალაქის მერიამ თბილისის განვითარების ფონდმა,დევნილთა სამინისტრომ და აშ. ამის მაგივრად კი სულ ბრალდებები ისმოდა ჩვენს მიმართ. ერთი სიტყვით, ამ ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა და ჩვენ ვიჩივლეთ, რომ საერთოდ ეს საქმე თავიდანვე იყო აღძრული უკანონოდ და შევიტანეთ საჩივარი არჩილ კბილაშვილზე ერთი თვის წინ, რომ ცენტრ პოინტის საქმის არცერთი ეპიზოდი არ გამოუძიებიათ. „ცენტრ პოინტის“ გაკოტრების საქმე, თბილისის მერიის დანაშაულია და განვითარების ფონდისა, რომელმაც პუშკინის სკვერში ჩვენს ნაკვეთზე ააშენა თავისი შენობა ისე რომ არც უკითხია ჩვენთვის. ეს არის ნაკვეთი რომელსაც ჩვენთვის 10 მილიონი დოლარი უნდა მოეტანა მოგება. ეს წართმეულიც კი არ არის ოფიციალურად. უბრალოდ მერია მივიდა და დაიწყო მშენებლობა და ასეთი რამდენიმე ნაკვეთია. ახლა კი ცდილობენ რომ გუკას იძულება განახორციელონ და თუ პოლიტიკური ბრძოლა უნდათ მიიღებენ“- განაცხადა რჩეულიშვილმა.

შპს “ცენტრი-პოინტ აჭარის” ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი დააკავეს. ინფორმაცია ,,თაიმერს”-ს პროკურატურში დაუდასტურეს.

“ცენტრ-პოინტის” ყოფილი დირექტორის, გუკა რჩეულიშვილის დაკავების და მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, უწყება არ ადასტურებს.

,,თაიმერი”- დეტალების დაზუსტებას ცდილობს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ხვალ გაავრცელებენ.

banner
წინა სტატიაშიეს არის პოლიტიკური დევნა – მაია რჩეულიშვილი პირველ კომენტარს აკეთებს
შემდეგი სტატია,,ცენტრ პოინტის” ადვოკატისთვის გაუგებარია რის საფუძველზე გაიცა დაკავების სანქცია