ვახტანგ ყოლბაია თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორს შეხვდა

Foto_abkhazia.gov.geაფხაზეთის მთავრობის ადმინისტრაციაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA-ს“ თბილისის ოფისის კოორდინატორ მუსტაფა ქორქმაზს უმასპინძლა.
ვახტანგ ყოლბაიამ მუსტაფა ქორქმაზს მადლობა გადაუხადა თურქეთის მთავრობის მიერ წლების განმავლობაში დევნილების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტებისათვის. აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა მუსტაფა ქორქმაზს განუცხადა, რომ აფხაზეთის მთავრობა განსაკუთრებით აფასებს იმ წვლილს, რომელიც თურქულმა მხარემ დევნილი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნაში შეიტანა. ეს ეხება როგორც გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში სამკერვალო მინი-ფაბრიკის წარმოებაში გაშვებას, ასევე თბილისში, კალოუბნის ქუჩაზე ოკუპირებული აფხაზეთიდან სამკურნალოდ გადმოსული პაციენტებისა და მათი თანმხლები პირების განსათავსებელი ობიექტის გახსნას.
აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა თანამშრომლობის ახალ გეგმებზეც ისაუბრა, რომელიც მისი აზრით, მომავალშიც გაგრძელდება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდამჭერი პროექტების განხორციელებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, მუსტაფა ქორქმაზს აფხაზეთის მთავრობის მადლობის სიგელი გადაეცა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი აქციაზე “კორკოტას” დამალვის ფაქტს გამოეხმაურა
შემდეგი სტატიალოთი ქობალია მეორედ დაუძვრა მართლმსაჯულებას – ვინ „კრიშავს“ „სარდალს“?!!