ვახტანგ ყოლბაია :მოლოდინი არის ის, რომ გაირკვევა დეტალები და პასუხი გაეცემა შეკითხვებს

ვახტანგ ყოლბაია: აუცილებელია ენგურის ხიდზე ამოქმედდეს საერთაშორისო კონტროლის მექანიზმი

ვახტანგ ყოლბაია ქართული ენის სწავლების საკითხთან დაკავშირებით რაულ ხაჯიმბას განცხადებას ეხმიანება“ამ კომისიის აღდგენა მისასალმებელია. ეს ჟენევის პროცესის ყველა მონაწილის პოლიტიკური ნების და დიდი ძალისხმევის შედეგია. მე გამოვყოფდი ელჩის ჰერბერტ ზალბერის, ჩვენი ამერიკელი მეგობრების ძალისხმევას. რა თქმა უნდა, სოხუმის გარეშეც ეს ვერ მოხდებოდა”– ასე შეაფასა  გალში მიმდინარე ოთხმხრივი მოლაპარაკებების პროცესი  აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ  „თაიმერთან“ საუბარში.

მისივე  თქმით, ჩვენი დელაგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუას დიდი შრომა გასწია. ეს არის საგანგებო სხდომა, რომელიც უკავშირდება იმ საზარელ მკვლელობას, რომელიც 19 მაისს მოხდა ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში. მოლოდინი არის ის, რომ გაირკვევა დეტალები და პასუხი გაეცემა შეკითხვებს : სად არის დამნაშავე და რას მოიმოქმედებენ უწყებები, რომლებიც ენგურს გაღმა აკონტროლებენ სიტუაციას. საბოლოო ჯამში, ამ კომისიის ამოქმედება ცუდი არ იქნება. თუმცა, მე გარკვეული სკეპტიციზმი მაქვს. თუ კომისიის მხრიდან გულწრფელი დამოკიდებულება და მონდომება იქნება, შესაძლებელია ეფექტური და დადებითი მომენტი შეიქმნას უსაფრთხოების თვალსაზრისით, რადგან იქ მცხოვრები მოსახლეობა საჭიროებს ყურადღებას და მხარდაჭერას არა მარტო ქართული და აფხაზური მხარეებისგან, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც” – განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ „თაიმერთან“ საუბარში.
შეგახსენებთ, ქართული მხარის მოთხოვნით, 2016 წლის 27 მაისს, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, გალში დაიწყო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) საგანგებო შეხვედრა.

banner
წინა სტატიაში,,არჩევნებზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით მხოლოდ კანონის გამკაცრება საკმარისი არ იქნება”
შემდეგი სტატიაძველი იპოდრომის ტერიტორიაზე სახალხო ზეიმი იმართება