ვახტანგ ყოლბაია მდინარე ენგურზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების შესაძლო შემცირების საკითხს გამოეხმაურა

მდინარე ენგურზე გადასასვლელი პუნქტების შემცირების თემა ძალიან აქტუალურია. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით და თავად აფხაზური მხარის ნებით ამ საკითხებისადმი დამოკიდებულება პერმანენტულად იცვლება. ბოლოდროინდელი მოვლენები კი იმაზე მიუთითებს, რომ რუსული მხარე ცდილობს ისევ შეამციროს ე.წ. გადასასვლელი პუნქტების რაოდენობა. თავდაპირველად მათი რაოდენობა ექვსი იყო და ოთხამდე შეამცირეს, ხოლო ახლა კი ამ რაოდენობის განახევრება გადაწყვიტეს. რთული წარმოსადგენია თუ როგორ უნდა შეძლოს ამხელა მოსახლეობამ მხოლოდ ორი გადასასვლელის საშუალებით გადაადგილება, მაშინ როცა თავად სოხუმის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მათ შორის, იგივე ნადარაია აცხადებენ, რომ ამ გადასასვლელებით ორივე მიმართულებით ჯამურად დროდადრო თითქმის 1 200 000 ადამიანი სარგებლობს.
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობამდე ჩვენ ვაპირებთ ქალბატონ ქეთი ციხელაშვილთან და მის მოადგილესთან ერთად ვიმსჯელოთ ამ და კიდევ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე რომლებიც ქართულ მხარეს აწუხებს, მათ შორის იქნება ქართული ენის სწავლების საკითხი და სხვა. მე ვფიქრობ, რომ მაინც რთული იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სოხუმთან ერთად ვიპოვოთ ისეთი გამოსავალი რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება.

შეგახსენებთ, რომ „თაიმერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, დღეს, დილით, გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მკვიდრნი, ძმები ყალიჩავები, რომლებიც სკოლაში მიდიოდნენ, ე.წ. რუსმა და აფახაზმა მესაზღვრეებმა ორსანტია-ოტობაიას დამაკავშირებელ ხიდზე არსებულ რუსულ საგუშაგოზე გააჩერეს და სკოლაში არ გაუშვეს. ბავშვებს, რომლებიც დარჩელის საჯარო სკოლაში სწავლობენ, დღემდე გადაადგილებაზე პრობლემა არ შექმნიათ.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტუსკმა მარტინ შულცს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე წერილით მიმართა
შემდეგი სტატიავიქტორ დოლიძე : პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩართვა საკონსტიტუციო კომისიაში, არ იქნებოდა ურიგო