ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის საიუბილეო საღამოს დაესწრო

მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრში „მუზა“ აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის საიუბილეო საღამო გაიმართა.
საღამოზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, პროფესორმა ოთარ ჟორდანიამ, საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა ჯემალ ჭკუასელმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა(გია) გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი სვეტლანა ქეცბა, სასულიერო პირები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.
კონცერტში გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი“, სახელმწიფო ანსამბლი „რუსთავი“, ზვიად ბოლქვაძე, დიმიტრი ჯაიანი, ელდარ გეწაძე, ელდინო საღარაძე და სხვა შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი 10 წლის წინ საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ვიქტორ დოლიძის განცხადება არის ძალიან შორს სიმართლისგან, რაც ვფიქრობ, ემოციებისგან მოუვიდა
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტრო მცხეთასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს