ვახტანგ ხმალაძე უსუფაშვილის მომავალ პარტიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე დავით უსუფაშვილის მომავალ პარტიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

ხმალაძე პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს. “დავით უსუფაშვილთან 1989 წლიდან ვთანამშრომლობ და გამორიცხული არაფერია”, – დასძინა ხმალაძემ.

პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ის ახალი პარტიის შექმნას გეგმავს.

დავით უსუფაშვილმა “რესპუბლიკური პარტია” რამდენიმე დღის წინ დატოვა.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები თეიმურაზ ტუღუში და ლალი ფაფიაშვილი გახდნენ
შემდეგი სტატიამთავარმა პროკურატურამ ორ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთი და ექვსი მანქანა დაუბრუნა