ვახტანგ ხმალაძე: რაღაც ისე ვერ გავაკეთეთ, რომ ჩვენ საჭიროებაში ამომრჩეველი დაგვერწმუნებინა

რესპუბლიკური პარტიის წევრის, ვახტანგ ხმალაძის თქმით, არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა და დარღვევებს შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. მისი განცხადებით, წლევანდელი არჩევნების ხარისხის წინა წლებთან შედარებით უკეთესი იყო.

ხმალაძე ამბობს, რომ არჩევნებზე პარტიის შედეგი ნაწილობრივ მათი ბრალია, რადგან ვერ შეძლეს ამომრჩეველის დარწმუნება.

„წლევანდელი არჩევნები ხარისხით ბევრად უკეთესი, იყო რამდენიმე სერიოზული დარღვევა, მაგრამ ეს იყო მართლაც რამდენიმე. ეს არჩევნები არის ლეგიტიმური. ამას ვამბობ იმის მიუხედავად, რომ არჩევნებში რესპუბლიკელები დავმარცხდით, მაგრამ უნდა შეგვეძლოს ვითარების ობიექტურად შეფასება, რაღაც ისე ვერ გავაკეთეთ, რომ ჩვენს საჭიროებაში ამომრჩეველი დაგვერწმუნებინა, “- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: ჩვენ აუცილებლად უნდა შევიდეთ პარლამენტში
შემდეგი სტატია“გიორგი მარგველაშვილი განაგრძობს დადებული ფიცის შესრულებას” – ადმინისტრაცია “ქართულ ოცნებას” პასუხობს