ვახტანგ ხმალაძე – ე.წ. კაბელების საქმეზე დავა უნდა გაგრძელდეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის აზრით, ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა როგორც სააპელაციო სასამართლოში, ასევე უზენაესს სასამართლოში უნდა გაგრძელდეს.

ხმალაძე იმედს გამოთქვამს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ისეთი იქნება, რომელსაც საზოგადოება სამართლიან გადაწყვეტილებად აღიქვამს.

“სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სრულფასოვან შეფასებას ვერ შევძლებ, რადგან დაწვრილებით არც საქმის მასალებს და არც სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვიცნობ, მაგრამ იმ ინფორმაციაში, რომელიც თავიდანვე მქონდა, დანაშაულის ნიშნები არ ჩანდა. დავა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება და უზენაეს სასამართლოშიც უნდა გაგრძელდეს – დავა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგან როგორც ზოგადად, ასევე ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, გადაწყვეტილება სამართლიანი და კანონის შესაბამისი უნდა იყოს. ერთმნიშვნელოვნად, დღევანდელი მდგომარეობა ისეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა, რომ ითქვას, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის სამართლიანი და შეესაბამება კანონს“, – აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

ამასთან, კითხვაზე, არის თუ არა ე.წ. კაბელების საქმე პოლიტიურად მოტივირებული, ხმალაძე ამბობს, რომ “არც უმაგისობაა“.

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს 7-7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი:”не умеешь срать – не мучай жопу!”
შემდეგი სტატიალევან ვასაძე – არსამათავრობოთა პროპაგანდით იშხამება ჩვენი ახალგაზრდა თაობის ნაწილი