ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

როგორც კანაპანაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ახალი მინისტრი ლევან იზორია გადაწყვეტეს, რომ გენშტაბის უფროსი უნდა შეცვალოს, თანამდებობას უპრობლემოდ დატოვებს.

მისივე განმარტებით, საკანონმდებლო დონეზე არ არის განსაზღვრული, რამდენი ხნით ინიშნება გენშტაბის უფროსი.

„რამდენი ხნით ინიშნება გენერალური შტაბის უფროსი, კანონმდებლობაში არსად დაფიქსირებული არ არის. არსებობს ირაკლი ალასანიას ბრძანება, რომელშიც წერია, რომ გენერალური შტაბის უფრო ძირითადად ინიშნება სამი პლუს ერთი ვადით. ეს არის მინისტრის განკარგულება, რომელიც არ არის კანონის ძალის მატარებელი. მინისტრის წარდგენით გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი მთავარსარდალი. თუ ჩათვლის მინისტრი, რომ ასეთი გადაწყვერილება მისაღებია, ამას არც განკარგულება სჭირდება და არც წარდგინება. შეუძლია, მითხრას და მე თვითონ გადავდგები. ამის პრობლემა, აგარწმუნებთ არ გამაჩნია“,-აღნიშნა კაპანაძემ და დასძინა, რომ მისი დანიშვნიდან სამი წელი 2016 წლის ბოლოს იწურება.

banner
წინა სტატიაშიძმები ელდარ და გიორგი შენგელაიაების სკანდალური განცხადება- რეჟისორებმა პრემიერს ღია წერილით მიმართეს
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: მშვიდობა თუ გვინდა, მზად უნდა ვიყოთ ბრძოლისთვის ნებისმიერ მომენტში