ვახტანგ გომელაურს პარლამენტი არც მიმდინარე კვირას მოუსმენს

თბილისში სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაკარგულად ითვლება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურს სურვილი აქვს თავად წარსდგეს დეპუტატების წინაშე წლიური მოხსენებით. ამის შესახებ კობახიძემ ბიუროს სხდომაზე აღინიშნა.
“მას აქვს სურვილი თავად წარსდგეს პარლამენტის წინაშე. მნიშვნელოვანია, რომ მან ეს შეძლოს. როგორც ვიცი, მივლინებები აქვს და პარასკევის სხდომაზე ეს არ მოხერხდება. ამიტომ ჩვენი მიზანი არის მოვუსმინოთ მას და არა სხვას”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
პარლამენტს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისთვის გასულ სასესიო კვირას უნდა მოესმინა, თუმცა ვახტანგ გომელაურის მოსმენა არ შედგა.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას აფასებს
შემდეგი სტატიაNDI-ის გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე დადებითად ჯარის, ხოლო უარყოფითად პარლამენტის საქმიანობას აფასებს