ვახტანგ გომელაური: ხალხმა გადაწყვიტოს ჩაშალეს თუ არა ჩემი გამოსვლა სპეციალურად

დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური დღეს პარლამენტში მისვლას აღარ აპირებს. სუს-ის 2015 წლის ანგარიშის განხილვა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უკვე მეორედ ვერ მოხერხდა.

„პატივს ვცემ პარლამენტს, კანონებს, ერთხელ ვიყავი ჩამოსული, მეორედ მომიწია ჩამოსვლა, რადგან იყო ათასი მითქმა-მოთქმა ჩამოვიდა, წავიდა, არ დაესწრო, მეორედ ჩამოვედი, სამწუხაროდ ძალიან ცუდია, რომ ვერ შედგა დღეს ჩემი პარლამენტში გამოსვლა და ანგარიშის მოხსენება. ხვალ ნამდვილად ვერ მოვახერხებ, შეხვედრებია დაგეგმილი, უცხოეთიდან სტუმრები გვყავს, შევეცდები, რომ ჩამოვიდე უახლოეს დროში. პოლიტიკურ შეფასებას არ გავაკეთებ, ჩაშალეს თუ არა სპეციალურად ხალხმა გადაწყვიტოს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური გუშინ პარლამენტში დეპუტატების წინაშე ანგარიშის წარსადგენად მეორედ მივიდა. მიუხედავად ამისა, სუს-ის ანგარიშის წარდგენა გომელაურმა მეორედაც ვერ შეძლო.

საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე განხილვა მიმიდნარეობდა, სწორედ ამიტომ ვერ მოესწრო გომელაურის ანგარიშის მოსმენა.

გომელაური პარლამენტში გასულ თვეს იმყოფებოდა. თუმცა, ქვორუმის არარსებობის გამო მან ანგარიშის წარდგენა პირველი ვიზიტის ფარგლებშიც ვერ შეძლო.

banner
წინა სტატიაშითურქეთში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა
შემდეგი სტატიაჟან-კლოდ იუნკერი: ევროკავშირსა და თურქეთს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შეთანხმება შესაძლოა ჩაიშალოს