ვაკეში სოსო ჯოხაძე მოკლეს

5JOXADZEუკვე ცნობილია ვაკეში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს გარდაცვლი ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა. არსებული ინფოფრმაციით, ის სოსო ჯოხაძეა. ადგილზე ამ დროისათვის ექპსერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მკვლელობა ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების კვეთაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, შავი ფერის ჯიპს ერთი შეიარაღებული პირი დაესხა თავს, რომელმაც 5-6 გასროლა განახორციელა და გაიქცა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მგზავრი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. თუმცა ამ ინფორმაციას შსს არ ადასტურებს. უწყებაში ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა.

banner
წინა სტატიაშიგაუპატიურებასა და ქორწინების იძულებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიაკიშინიოვის აეროპორტიდან აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დეპორტაცია მოხდა