ვაკეში მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილი მამაკაცი ადვოკატი ჩიბუხაშვილია

ვაკეგავრცელებული ინფორმაციით, ვაკეში მომხდარი მკვლელობისას ავტომობილში კიდევ ერთი პირი იჯდა, რომელიც მომხდარი ინციდენტისას დაიჭრა.დაჭრილი პირი ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილია და მას ცეცხლნასროლი ჭრილობები გულმკერდის არეში აქვს მიყენებული და საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჩიბუხაშვილს საოპერაციოდ ამზადებენ. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ვაკეში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს გარდაიცვლა ახალგაზრდა სოსო ჯოხაძე. ადგილზე ამ დროისათვის ექპსერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მკვლელობა ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების კვეთაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, შავი ფერის ჯიპს ერთი შეიარაღებული პირი დაესხა თავს, რომელმაც 5-6 გასროლა განახორციელა.მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მგზავრი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

გავრცელებული ინფორმაციით ძმები ჯოხაძეები კრიმინალური ავტორიტეტები არიან. ძმები ჯოხაძეების სახელი 2004 წელს ვაკის საცურაო აუზთან მომხდარ მკვლელობაშიც ფიგურირებს, სადაც საძმოებს შორის დაპირისპსირების გამო ცოლ-ქმარი ჩაცხრილეს.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

banner
წინა სტატიაშიდაკავებულია ერთი პირი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები
შემდეგი სტატიასაქართველოს შეიარაღებულ ძალებს 179 ოფიცერი შეემატა