თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან ავტომობილი დაიწვა.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
სავარაუდოდ, მსუბუქი ავტომობილის აალების მიზეზად მისი ტექნიკური გაუმართაობა იქცა.