(VIDEO) “ვაგრძელებ ჩემს ბრძოლას ივანიშვილის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ” – სამირა ისმაილოვა

ნაციონალური მოძრაობა ყრილობას მართავს. ღონისძიებაზე 7 ათასი დელეგატი და 3 ათასი სტუმარია მიწვეული. ყრილობა ეროვნული ჰიმნით გაიხსნა. დელეგატებს პირველმა სიტყვით ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდა ლიდერმა სამირა ისმაილოვამ მიმართა.

„მე ახალგაზრდა პოლიტიკოს ქალს ეთნიკურ აზერბაიჯენელს, ძალიან ბევრმა ადამიანმა გამომიცხადა ნდობა. მე ვარ ეროვნულ და თავისუფალ პარტიაში. მე მომცა ხმა ძალიან ბევრმა თავისუფალმა ადამიანმა. მეამაყება, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ვარ.

“ნაციონალურმა მოძრაობამ დაამსხვრია სტერეოტიპი, რომ ეროვნული უმცირესობები არიან უცხო სხეული. ასევე დაიმსხვრა სტერეოტიპი, რომ ეროვნული უმცირესობები აძლევენ ხმას ხელისუფლებებს. ჩვენ ეს მითი დავამსხვრიეთ 2016 წელს მარნეულში,“ – განაცხადა ისმაილოვამ.

მისივე თქმით, გამარჯვებისთვის ბრძოლა გრძელდება.

„მე ვდგავარ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად და ვაგრძელებ ჩემს ბრძოლას ივანიშვილის წინააღმდეგ და მისი რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენი ძალა არის ერთობაში და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში,” -განაცხადა ისმაილოვამ.

https://www.youtube.com/watch?v=QiBNJwocC3E&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში(VIDEO) სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
შემდეგი სტატია(video) “იმხელა ძალაა მიშაში, რომ მისი ჩრდილისაც კი ეშინიათ”- სანდრა რულოვსი