,,უზნეოა ამ ქალბატონის თითოეული სამუშაო დღე “- სკანდალური წერილი კულტურის სამინისტროდან

საინფორმაციო სააგენტო ,,თაიმერმა”, ცოტა ხნის წინ, კულტურის სამინისტროს თანამშრომლისგან სკანდალური ინფორმაცია მიიღო.  დავით ჭყონდიდელი წერილში,  მინისტრის მოადგილე მანანა  ბერიკაშვილის მიერ უწყების არაფორმალურ მმართველობასა და მისი მხრიდან ნეპოტიზმზე საუბარობს.  სავარაუდოდ, დავით ჭყონდიდელი ფსევდონიმია, “ფეისბუქის” გვერდი კი  – ახალი შექმნილი. თუმცა, წერილის შინაარსი იმდენად ფაქტებზეა დაყრდნობილი, რომ ,,თაიმერმა” მისი უცვლელად გამოქვეყნება გადაწყვიტა.  აღნიშნულ საკითხზე კომენტარისთვის ,,თაიმერი” კულტურის სამინისტროსაც დაუკავშირდება.

,,მოგესალმებით, მე გახლავართ კულტურის სამინისტროს თანამშრომელი და ვინაიდან თქვენ აშუქებთ კულტურის ამბებს, მინდოდა ხმა მომეწვდინა თქვენთვის და დახმარება მეთხოვა ჩვენი თანამშრომელების სახით. ძალიან გთხოვთ გააშუქოთ მანანა ბერიკაშვილის საქმიანობა, რომელიც რეალური მინისტრია ჩვენი სამინისტროსი და ბატონ მიხეილ გიორგაძეს არავინ არაფერს არ ეკითხება. უზნეოა ამ ქალბატონის თითოეული სამუშაო დღე და მისი დამოკიდებულება კოლექტივთან. ყოველდღიური მუქარა, რომ მამამისი ბიძინას ძმაკაცია და რასაც უნდა იმას გააკეთებს. რატომღაც არავინ აშუქებს ამ ქალის ასეთ თავნებობას. ოპერის საკითხებს თქვენ ძალიან აქტიურად აშუქებდით, მაგრამ სამწუხაროდ არ გააშუქეთ ის ფაქტი, რომ ქალბატონმა მანანამ, რომლის საკურატოროც არის ოპერა, ის გაბედა, რომ თავისი შვილი მოაწყობინა დავით კინწურაშვილს ოპერაში და მთელი მისი სადაქალო ოპერის PR განყოფილებაში. სამწუხარუდ არავინ გააშუქა ამ კუთხით და ვერავინ მიხვდა, თუ რატომ არ ხსნიდა სამინისტრო კინწურაშვილს უკვე თვეების წინ, როდესაც ხალხი ასეთი გამწარებული იყო, რაც კარგად ვიხილეთ ეკრანებზე და სამინისტროს წინ. ასეთ თავის ხაფანგებში ხვევს ყველა ადამიანს და იმედი გვაქვს, რომ ამ არჩევნების მერე მაინც არ დავინახავთ ამ ქალბატონს სამინისტროში და გვეყოლება მინისტრი, რომელიც მართლა იმინისტრებს! დაგლოცოთ ღმერთმა! გთხოვთ გააშუქოთ და უბრალო ხალხის ჩაგვრა და დამცირება ამ ქალის მხრიდან დასრულდეს და ასევე ყოველდღიური შანტაჟი, რომ ბიძინას ოჯახის ახლობელია”- ნათქვამია წერილში.

banner
წინა სტატიაშისხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძეს ემიჯნებიან
შემდეგი სტატიაცვლილება მე-300 მუხლში – იპოთეკარს ბინის დაუყოვნებლივ გაყიდვა შეუძლია