,,უზნეო სიცრუეა, როდესაც შეწყალებისა და პოლიტიკურ ნიშნით დაპატიმრებულთა ამნისტიაზე პოლიტიკური შოუ აგორდა”

გია ვოლსკი facebook-ის საკუთარ გვერდზე დღევანდელ პროცესებს აფასებს

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ პრეზიდენტს მიმართა, რომ პატიმართა შეწყალების თემაზე “ქართული ოცნების” ზოგიერთი ლიდერის წინააღმდეგ ორკესტრირებულ შეტავას აქვს ადგილი.

დეპუტატმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ “შოუს ერთ-ერთი მთავარი გმირი” შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარეა.
“უზნეო სიცრუე – ალბათ ეს არის საპარლამენტო ტრიბუნიდან დასაშვები შეფასება, რაც შეიძლება ეწოდოს ჩვენი კოლეგების მისამართით ბრალდებებს, როდესაც შეწყალებისა და პოლიტიკურ ნიშნით დაპატიმრებულთა ამნისტიაზე პოლიტიკური შოუ აგორდა. ამ შოუს ერთ-ერთ მთავარ გმირად შეწყალების კომისიის ყოფილი მდივანი იქცა. რეალურად არაფერი არ არსებობს – არც მიმდინარე გამოძიებისთვის საჭირო მტკიცებულებები, არც ინფორმაციის თუ დეზინფორმაციის წყარო, არანაირი მტკიცებულება ბრალდებულთა მიმართ, ვინც დღემდე დაუსაბუთებელ სასჯელს იხდის. არსებობს მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური ძალის, “ქართული ოცნების” ზოგიერთი ლიდერის მიმართ ორკესტრირებული შეტავა და აშკარა მცდელობა, ცილი დასწამონ სახელმწიფო სტრუქტურებს”, – განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი თანხმობის ერთიანი დოკუმენტის შექმნასთან დაკავშირებით “თავისუფალი დემოკრატების” წინადადებას უერთდება
შემდეგი სტატია,,მარგველაშვილის ძველ ნაშრომებს გადავხედე, სადაც გაცილებით უფრო ცუდ კონტექსტში აქვს მოხსენებული დებილიზმი”