უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება – ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერიისგან 18 ათასი ლარის გადახდას ითხოვს

ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერიისგან 18 ათასი ლარის გადახდას ითხოვს – უზენაესი სასამართლოს განჩინებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თბილისის მუნიციპალიტეტში დღეს თავად მიიტანს.
საქმე ეხება 2014 წლის აგვისტოში სოციალური და კულტურული სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან მის გათავისუფლებას.
მაშინ ხაბეიშვილის ნაცვლად დავით ნარმანიამ, კახი კალაძის ცოლის ძმის, გიორგი არეშიძე დანიშნა.
„ქართული ოცნების ხელისუფლებამ ადგილობრივი თვითმმართველობიდან გამათავისუფლა უკანონოდ და მე ხელთ მაქვს დოკუმენტი, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ამ ყველაფერს ადასტურებს. სიმბოლურია, რომ კახი კალაძეს უწევს მისივე ცოლის ძმის გამო გადაიხადოს ბიუჯეტიდან ჩემს სასარგებლოდ 18 ათასი ლარი. ყველას კარგად ახსოვს კახი კალაძის ცოლის ძმა თავის დროზე ზუსტად ნეპოტიზმის ნიშნით დაინიშნა თბილისის მერიაში იმ თანამდებობაზე, რა თანამდებობაზეც ვმუშაობდი მე სანამ გამათავისუფლებდნენ. ახლა უკვე 4 წლის თავზე, ფაქტობრივად სამართალმა იზეიმა,“-აცხადებს ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი.

banner
წინა სტატიაშიარჩილ ტატუნაშვილის მამა პროკურატურაშია დაბარებული
შემდეგი სტატიაყაზბეგის გამზირზე საბავშვო მაღაზია ,,ცეროდენა“ გაქურდეს