„უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოვთქვამ“ – ევროპარლამენტარი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას სპეციალური განცხადებით ეხმაურება ევრონესტის საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე რებეკა ჰარმსი. ევროპარლამენტარი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერაბას მიესალმება.

“შეშფოთებას გამოვთქვამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2 მარტს მიღებული გადაწყვეტილების გამო. მან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოში მედია პლურალიზმის მყიფე ბალანსს… პრესის თავისუფლებას და პლურალიზმს არსებითი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიისთვის, საქართველოს დემოკრატიული რეფორმების პროცესისა და პრო ევროპული მისწრაფებისთვის. მედიას და პრესას არ უნდა აკონტროლებდეს მთავრობა და არც მასთან დაახლოებული პირი. ამ რთულ დროს თანადგომას ვუცხადებ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს და მის ყველა თანამშრომელს,” – აცხადებს რებეკა ჰარმსი.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აფხაზეთის სოფლებში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის გამო, შეშფოთებას გამოხატავს
შემდეგი სტატია„საზოგადოების ნაწილი ანტიხალხურ პოლიტიკურ კამპანიაში ერთვება“ – გია ჟორჟოლიანი რუსთავი 2-ის საქმეზე