უზბეკს, რომელმაც სტოკჰოლმში ხუთი ადამიანი გაიტანა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

უზბეკეთის მკვიდრს რაჰმატ აკილოვს, რომელმაც შარშან ხუთი ადამიანი გაიტანა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 2017 წლის აპრილში სატვირთომ, რომელიც აკილოვმა გაიტაცა, ხალხს მაღალი სიჩქარით გადაუარა, მანქანაში იდო ხელთნაკეთი ბომბი, რომელიც არ აფეთქდა.
თავდასხმამდე შვედეთმა უზბეკს თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა, ის ღიად გამოხატავდა მხარდაჭერას “ისლამური სახელმიფოსადმი”. აკილოვი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ სამართალდამცველებმა მალე დააკავეს – “ბიბისი” წერს.
რაჰმატ აკილოვი უზბეკეთიდან შვედეთში 2014 წელს ჩავიდა.

banner
წინა სტატიაშისალმან რუშდი, ჯონათან ფრანზენი, მარგარეტ ეტვუდი და ათობით სხვა მწერალი პუტინს რეჟისორ სენცოვის განთავისუფლებას სთხოვენ
შემდეგი სტატიააშშ-ში გამოვა რომანი ამერიკული სპეცსამსახურების როლზე “დოქტორ ჟივაგოს” სსრკ-ში გავრცელებაზე